მამუკა ღლონტი: მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო"
09-02-2016, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი არ აპირებს, სახელწოდება "მაესტრო" ვინმეს დაუთმოს. ამის შესახებ ღლონტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 


"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს, ასევე არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25% წილი. "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ "მაესტროს" ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

 

 

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო". და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე", - წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი