ნახევარი მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვაში - თბილისში, სამი კლინიკის სრული რეაბილიტაცია მოხდება
09-02-2016, 07:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი. PPP ფორმატის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.


სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შემოიტანა, რომელთაგანაც გამარჯვების პრეტენდენტი ალფამედიკის კონსორციუმი გახდა.


კომპანიამ წარმოადგინა კლინიკების განვითარების საკუთარი კონცეფცია, რომელიც 36 თვეზეა გაწერილი და სამი კლინიკის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას მოიცავს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვთა ინფექციურისა და ონკოლოგიური ცენტრის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება. სამუშაობის დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ შენობებში დაბრუნდება.


სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული ქსელი.


პრეზენტაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 1
#1   თამრიკო
      
მოწოდებულ ინფორმაციის მიხედვით, პროექტი სერიოზულია. მნიშვნელოვანი იქნება კარგად და ხარისხიანად შესრულება. დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა და განვითარება.
წარმატებები პროექტის განმახორციელებლებს და ჩვენს ქვეყანას.
10 თებერვალი 2016 03:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი