[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ბერნი სანდერსმა ნიუ ჰამპშირის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს
09-02-2016, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ბერნი სანდერსმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების შეჯიბრში ნიუ ჰამპშირის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს.

 

 

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც დემოკრატების მთავარი კანდიდატი ჰილარი ქლინთონი დაამარცხა, განაცხადა, რომ მისმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ ხალხს "რეალური ცვლილებები" უნდოდა. ბერნსმა 59%, ქლინთონმა კი 38% მიიღო.



ქლინთონმა სანდერსს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განაცხადა, რომ იგი საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას განაგრძობს თითოეული ხმისთვის.


რესპუბლიკელთა კენჭისყრაში მე-2 ადგილზე ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩი (16%) გავიდა და გაუსწრო ფლორიდის ყოფილ გუბერნატორს ჯებ ბუშს (11%), ტეხასის სენატორს თედ კრუზს (12%)და ფლორიდის სენატორს მარკო რუბიოს, რომლებიც ერთმანეთს მეტოქეობას მე-3 ადგილისთვის უწევენ. დონალდ ტრამპმა კი ხმების 34 % მიიღო.


აიოვას პარტიული კონფერენციის შემდეგ ნიუ ჰამპშირი მე-2 შტატია, რომელშიც პრაიმერი შედგა. აიოვაში დემოკრატებიდან ჰილარი ქლინთონმა, რესპუბლიკელებიდან კი თედ კრუზმა გაიმარჯვა.

შემდეგი პრაიმერი სამხრეთ კაროლაინასა და ნევადაში გაიმართება.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი