რუსეთი დასავლეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებსაც ისტორიულად გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს სტატიაში, რომელიც მინისტერიალსა და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს გაფართოებას ეძღვნება.
"ნატო-ს არაწევრი საქართველო, რომელსაც 2008 წელს რუსეთთან ხუთდღიანი ომი ჰქონდა და შედეგად ორი მისი რეგიონი რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, ასევე აფრთხილებს ნატო-ს, იყოს მზადყოფნაში", - წერს "როიტერსი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.