თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან
11-02-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

"უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.

 

 

დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგოერთ გადამხდელს - მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვეო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება და შესაბამსიად მას არ ანაწილებენ. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ე.წ. აიპები. 

 

 

შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი. შენარჩუნდება პროცენტზე, დივიდენდზე და როიალტზე არსებული განაკვეთი. საწარმოს მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე და აღარ იქნება 1 წლიანი. შესაბამისად კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს, მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ, ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სახსრები, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის, წარმოების გაფართოებისთვის და დასაქმების გაზრდისათვის, აღარ დაიბეგრება", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 1-ელ ივლისიდან შევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი