საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო
11-02-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

 

 

კენჭისყრისას პროექტს შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ექვსმა წევრმა, თავი კი სამმა შეიკავა. გადაწყვეტილების მიღებას ცხრა ხმა სჭირდებოდა.

 

 

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებათა პროექტზე იმსჯელა, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტს 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინა. პროექტის თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა იცვლება - უქმდება მაჟორიტარული არჩევნები და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 - ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

 


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ვრცლად ისაუბრეს საქართველოში მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე და როგორც განაცხადეს, მაჟორიტარული სისტემა ვერ უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს არჩევნების შედეგებზე ასახვას.

 

 

ამასთან, მათ უმრავლესობას სთხოვეს, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ფორმატში შეხვედრების გამართვამდე, ინიცირებული პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არ მოხდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი