პრეზიდენტის სიტყვები არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად - ყველა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები, რომ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება
11-02-2016, 07:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნდობით არ სარგებლობს. ამის შესახებ კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

 

"პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებებიც გაჩნდა. პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა დაუყოვნებლივ განახორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ფაქტია, რომ ის არ სარგებლობს, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს ნდობით, ამიტომ პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები კიდევ უნდა დამუშავდეს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს მონაწილეობით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოხდეს საბჭოს რეფორმირება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

 

 

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი შემადგენლობით სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემასთან შეუთავსებელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი