თინა ხიდაშელი: მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები და წინადადებები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან
11-02-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განუცხადა.

 

 

მინისტრის თქმით, აქ საუბარი არ არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მხოლოდ ექსკლუზიურად შავი ზღვის მიმართულებით, არამედ საუბარია ნატო-ს გაძლიერებაზე შავ ზღვაში.

 

 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე. ამიტომ რა თქმა უნდა ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ეს პარტნიორი ექსკლუზიურად და მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რიმ პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ქართული მხარე ატარებს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.


"მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები წევრი ქვეყნებისგან. ნატო-საქართველოს კომისიაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით, რომელი ქვეყანა რა მასშტაბით, რა ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმაში, რაც გვაქვს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი