ირაკლი ღარიბაშვილი CNBC -ის პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
23-01-2014, 20:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                           

 

 

საქართველო რუსეთისგან პოლიტიკურ პროვოკაციებს ახლაც და მომავალშიც მოელის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან ზეწოლას არ გამორიცხავს, მაგრამ მისივე თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ნაკლებად არის რუსეთზე დამოკიდებული.

"ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ევროპული არჩევანი და ევროინტეგრაცია ჩვენი მთავრობის არჩევანია, რომელსაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს. ამიტომ უკრაინისა და საქართველოს მაგალითი ერთამანეთისგან განსხვავებულია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამერიკულ ტელეკომპანიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციები წელსაც განხორციელდა.

"ჩვენ პრობლემებს ვაწყდებოდით გასულ წელს, 2008 წელს გადავიტანეთ ომი, წელსაც კი უმრავი პროვოკაცია განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან და ამიტომ მეტ პროვოკაციებს მოველით, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ იქნება. თუმცა, ჩვენ ნაკლებად დამოკიდებულები ვართ რუსეთზე და ამიტომ რისკები მინიმალურია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა CNBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებს.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რადგან ეს ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველო პრემიერ-მინისტრმა CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია.

"ყველაფერი კარგად მიდის, გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან. ერთი მხრივ, ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა და მხოლოდ კონსტრუქციულ ნაბიჯებს ვდგამთ. მეორე მხრივ კი, ვაწყდებით პრობლემებს საოკუპაციო ხაზთან, რაც ჩვენთვის გაუგებრია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი