ხადურის განმარტება ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე და წინასწარ გამოქვეყნებული მენიუ 120-კაციანი დელეგაციისთვის
23-04-2014, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მენიუზე, რომლითაც უწყება აზიის განვითარების ბანკის ფორუმის სტუმრების გამასპინძლებას აპირებს, კომენტარი დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.

 

 

"ჩვენ ერთი რამ უნდა ვისწავლოთ, საქართველო სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა. ასეც რომ არ იყოს, არსებობს პროტოკოლი, არსებობს უამრავი წესი. ეს ადამიანები არ არიან ფინანსთა მინისტრის პირადი სტუმრები, არიან ქვეყნის სტუმრები და ქვეყანაზე უნდა დარჩეს შთაბეჭდილება. რაც უფრო მეტი ასეთი ფორუმი ჩატარდება საქართველოში, საქართველოს ავტორიტეტისათვის, ქვეყნის ცნობადობის ზრდისათვის არის ძალიან კარგი. მოდით, ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც არსებობს და იმაზე, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ის", - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა.

 

 

ფინანსთა სამინისტრომ 23 აპრილისთვის დაგეგმილი აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ოფიციალური მიღების მენიუ უკვე გამოაქვეყნა.

 


ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება კი იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.

 

 

მენიუ 120 კაცზე (ერთი ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი; 2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი; 3. სალათი "ოლივიე" – 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. ბორჯომი - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" – 1ლ - 4.50 ლარი.

 


ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად ანსამბლ "რუსთავის" მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას გეგმავს.

 

 

ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოაქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილიმიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


ფორუმი 23-25 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობას 35 ქვეყნის 120 წარმომადგენელი იღებს. ფორუმის მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი