გურამ ოდიშარია: საყდრისთან დაკავშირებულ პრობლემებს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან
23-04-2014, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განუცხადა, რომ საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლის მიზნით უცხოელი ექსპერტები საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვლენ.

 


"ჩვენი გეგმაა, რომ უნდა ჩამოვიდნენ ექსპერტები უცხოეთიდან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც გაწერილია ჩვენს მიერ ხელმოწერილ ბოლო დოკუმენტში. ასევე განხორციელდება ინსპექტირებაც, როგორც წესი და რიგია, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. ექსპერტები საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდნენ", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასვლისა და იქ კარვებში დაბანაკებული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გამართული დიალოგის შემდეგ, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გურამ ოდიშარია, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძისგან განსხვავებით, რეალურად არის დაინტერესებული საყდრისის პრობლემის რაციონალური მოგვარებით.

 

 

"დავინახეთ მინისტრთან საუბრის და მისი სატელევიზიო კომენტარების შემდეგ, რომ გურამ ოდიშარია რეალურად არის დაინტერესებული პრობლემის რაციონალური მოგვარებით, რასაც ვერ ვიტყვით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ბატონ ნიკოლოზ ანთიძეზე, რომელსაც, უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით, რაც უცილობლად შეუშლის ხელს იმ მონიტორინგის ნაყოფიერად შესრულებაში, რომელიც მას მინისტრმა დააკისრა. შესაბამისად, კომიტეტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს უნდობლობას უცხადებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 


საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 


"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა გურამ ოდიშარიას ქმედებებისა და პრობლემის საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტის სურვილის გამო. მხარდაჭერას ვუცხადებთ მინისტრს, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ამჯერად უკვე ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ მინისტრის ყველა დაპირება, უმოკლეს ვადაში, დოკუმენტალურად გაფორმდება და სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ეს იქნება შეხვედრის რეალური შედეგი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მინისტრის სურვილი, რეალურად მოაგვაროს პრობლემა, არ განეიტრალდება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ქმედებების შედეგად, რომელთა ერთ-ერთ ლიდერს და დაინტერესებულ მხარესაც, ჩვენი აზრით, სწორედ ნიკა ანთიძე წარმოადგენს", - ნათქვამია საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებსა და მინისტრს შორის შედგა საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი საუბარი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ფორმატი იძლეოდა.

 

 

"მინისტრი ოდიშარია აქციის მონაწილეებს სამივე მოთხოვნის შესრულებას დაგვპირდა. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი ეროვნული თვითშეგნების გამოვლენისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას და ჰქონდა მოლოდინი, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდები აგრესიულად შეხვდებოდნენ, რაც ჩვენი შეფასებით, იმავე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც გაურკვეველი ადამიანების მხრიდან ჯერ კიდევ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დროს მიმდინარეობდა და სახელისუფლებო წრეებში საყდრისთან დაკავშირებით დისონანსი შეიტანა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები: 1
#1   ცეზარ გოლეთიანი
      
სხვების აზრს კი უნდა სცე კაცმა პატივი, მაგრამ ვინც საკუთარ ერს და მის კულტურულ მემკვიდრეობას პატივს არ სცემს, იმის აზრს როგორ ვცე პატივი, ვერ გამიგია. საყდრისის ნგრევა არის დანაშაული, მოღალატური საქციელი, არამზადობა, უნამუსობა, უღირსებობა და მრავალი სხვა... ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც თეთრი და შავი... მაგრამ გამოხტებიან ვიღაცები და დაიწყებენ მტკიცებას, რომ ყველაფერი შეფარდებითია და ა. შ. არის რაღაც ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომლებსაც თუ ეჭვქვეშ დააყენებ, ადამიანობასაც დაკარგავ. ვისაც ეს სურს, კისერიც უტეხია, მაგრამ ვისაც არ გვსურს ამ ადამიანობის დაკარგვა, მოდი, თავი დაგვანებონ...
9 მაი 2014 01:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი