დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებით სვანეთში
21-02-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვანეთში იმყოფება. სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის გახსნის წინ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

 

,,ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებით სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო სათხილამურო კურორტის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანია "პომას".

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "თეთნულდზე" მოეწყობა პრესტურები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტს ეწვევიან ტურისტული კომპანიები.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი