გიორგი კვირიკაშვილი უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს - ჩვენ ყველა თქვენგანს ველოდებით საქართველოში
22-02-2016, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ ყველა მათგანს საქართველოში ელოდება.


ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიას ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.


“თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება და კიდევ მეტი მოხდება.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის დასაწყისში.


პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საგარეო პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში დიდ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადებითად აფასებენ. პოზიტიურად შეფასდა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმების პროცესს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. საუბარია 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს ამ გეგმის არსი დეტალურად გააცნო.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს საპენსიო რეფორმაზეც ესაუბრა, რომელიც 2017 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. ასევე დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იმუშავებს.


სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ რეფორმის წინაპირობა იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც მთავრობა ჩაატარებს.


,,ეს იქნება დინამიკური კვლევა უახლოესი 5 წლისათვის, რათა განვსაზღვროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დასჭირდება. სახელმწიფო რესურსი მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებზეც იქნება რეალური მოთხოვნა, რა თქმა უნდა ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით.” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ესაუბრა. ,,ეს არის ჩვენი შიდა დღის წესრიგი - არჩევნების ღირსეულად ჩატარება. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებისთვის, იმისათვის რომ ჩართულობა იყოს ფართო. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არ შეიძლება ვიცხოვროთ კონფრონტაციულ რეჟიმში.” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ორ საათიანი შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებისაგან, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისგან მიიღეს.


,,ახალგაზრდობის ჩართულობა, ჩვენი მიზნების განხორციელებაში, არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველა თქვენგანს ველოდებით საქართველოში” - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი