იოსებ ხახალეიშვილმა ბელგიასა და პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა - რა შედეგებით დაბრუნდა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი საქართველოში
24-02-2016, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„იმერეთის რეგიონს შესაძლებლობა აქვს განავითაროს კულტურისა და ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის სფეროები ევროპასთან თანამშრომლობის საფუძველზე“ - ამის შესახებ guardian.ge-ს იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა განუცხადა.


ვიცე-გუბერნატორის თქმით, სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონთაშორისი პროექტების მომზადებას ეძღვნებოდა მისი საქმიანი ვიზიტი ბრიუსელში.


„მოხარული ვარ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ფლანდრიის (ბელგია), ვენეტოსა და ფრიული–ვენეცია ჯულიას (იტალია), სტირიის (ავსტრია) და ვიდზემეს (ლატვია) რეგიონის ხელმძღვანელებს, ასევე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებებისა (DG NEAR) და განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატების (DG Education and Culture) წარმომადგენლებს. გაიმართა შეხვედრა ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER)  გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით მინდა განვაცხადო, რომ შეხვედრების დროს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველო–ევროკავშირს შორის ბოლო დროს მიღწეული წარმატებები და ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ".


იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თქმით, ევრორეგიონების მიერ იმერეთთან თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა ინტერესები იქნა გამოხატული.  „ფრიულისა და ვენეტოს მხარესთან ვისაუბრეთ იტალიელ და ქართველ ფერმერებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე. იტალიელები დაინტერესდნენ რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სიტუაციით, წყალტუბოს საინვესტიციო პროგრამის და ზოგადად, სპა ტურიზმით. საუბარი გვქონდა იმერეთში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში შესაძლო ინვესტიციების შესახებ. ფლანდრიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაცვლითი კულტურული პროგრამებისა და ამ სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით,“ განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.



როგორც ვიცე-გუბერნატორმა აღნიშნა, შეხვედრების დროს საუბარი იყო იმერეთისა და კუიევსკო–პომორსკის რეგიონის ევროკავშირის საგრანტო პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის შესახებ.  საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველია, ვინც გაწევრიანდა საგრანტო პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“.


„ეს არის ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიო-ვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამის ბიუჯეტი 1,46 მილიარდი ევროა. საქართველოს და კონკრეტულად იმერეთს შეუძლია კონკურსის ფარგლებში, პოლონურ და იტალიურ მხარესთან ერთად, ერთობლივი პროექტებიც მოამზადოს,“ აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა და დაამატა, რომ
შეხვედრების დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვეყანაში და რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა. აღნიშნული თემის შესახებ ვიცე–გუბერნატორის მიერ მიწოდებული იქნა  ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამების (აწარმოე საქართველოში; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა), რომელიც ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებას უწყობს ხელს და ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების (საპარტნიორო ფონდი; Invest in Georgia  და სხვა) საქმიანობის შესახებ. იყო საუბარი იმერეთში სოფლის მეურნეობისა და კონკრეტულად, სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით, ტურიზმის, ლოჯისტიკური ცენტრისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში შესაძლო ინვესტიციების შესახებ.


როგორც ვიცე–გუბერნატორმა აღნიშნა, გაზაფხულზე იგეგმება ლატვიის, პოლონეთისა და ბეგლიის დელეგაციების ვიზიტი იმერეთში, რომლის ძირითად თემას სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მიღებულია გადაწყვეტილება წყალტუბოს, საჩხერის, ბაღდათის, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების ევროპის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან დამეგობრების შესახებ. მიმდინარე წელს ასევე ხელი მოეწერება იმერეთსა და ვიდზემეს (ლატვია) რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.



„მინდა ასევე მოკლედ ვიზიტის ორგანიზების შესახებაც გესაუბროთ. ეს იყო მართლაც ნოვატორული მიდგომა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კუთხით. სამუშაო ვიზიტის ორგანიზაება და სრულად დაფინანსება იმერეთთან დამეგობრებულმა კუიავსკო–პომორსკის რეგიონმა განახორციელა. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს, ბატონ გივი ჭიჭინაძეს, კუიავსკო–პომორსკის მარშალს, პიოტრ ცოვბესკის, ორივე რეგიონის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში, ქალბატონ ნატალია საბანაძეს და საელჩოს თანამშრომლებს,“ განაცხადა guardian.ge-სთან საუბრისას იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი