გულის დაავადება ამერიკაში ადამიანთა სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე რჩება. თუ კი თქვენი ოჯახური ისტორია ამ დაავადებით გამოირჩევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის დაავადება თუ გულის შეტევა თქვენც ყოველ მიზეზ გარეშე დაგემართოთ. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიშები, დაბალქოლესტერინის შემცველი წამლები და სიცოცხლის შემნარჩუნებელი ოპერაციები შეამცირებს თქვენს რისკებს გაგივითარდეთ ან უარეს შემთხვევაში გარდაიცვალოთ გულის დაავადებით.
რამდენად განაპირობებს სტრესი გულის დაავადების წარმოქმნას.
სტრესი ანთებას იწვევს. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ სტრესი, დაძაბული სამუშაო და საყოველთაო დემორალიზაცია გულის დაავადების დიდ რისკს წარმოშობს თუმცა კი ურთიერთობები ნაკლებად მიზეზობრივია, ვიდრე ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები, მაგალითად მოწევა.
სტრესი, კორტიზოლის, "სტრესის ჰორმონის" გაზრდას იწვევს, რაც სისხლში შაქრის შემცველობასა და წნევის მატებას განაპირობებს. კორტიზოლის ჭარბი წარმოება, შესაძლოა სექსუალურად აღგზნებულად ყოფნის მდგომარეობის მუდმივი თანმდევი გახდეს, რაც საბოლოოდ გულის შეტევით სრულდება.
სტრესს ვერ გამოვრიცხავთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლოა იოგის ვარჯიშებით მასთან ეფექტური ბრძოლა.
რა დოზით უნდა აკეთოთ ვარჯიშები გულის დაავადებისაგან თავის დასაცავად?
ძველი შეხედულებით, ძლიერი დატვირთვა და ვარჯიშები იმ ადამიანებისათვის ვინც გულის დაავადებათა რისკის ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა სახიფათო იყოს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ რაც უფრო მძლავრია ვარჯიში, მით უფრო მარგებელია ის გულისთვის, თუმცა კი მოკლე 15-წუთიანი, ძალზე ენერგიული ვარჯიში შესაძლოა ისეთივე სასარგებლო იყოს, როგორც ერთი მარათონის სესია.
ატლანტას დაავადებათა კონტროლისა და დაცვის ცენტრის მკვლევართა მიხედვით, ერთი კარდიოვასკულარული სიკვდილი შესაძლოა თითოეულ 145 დიაბეტით დაავადებულ ადამიანში იყოს დაცული კვირაში მხოლოდ 2 საათიანი ფეხით სიარულით.
დევიდ კულენის ძმა, სტივი 1995 წელს 40 წლის ასაკში გულის დაავადებისაგან გარდაიცვალა. 2002 წელს მისი დანარჩენი 2 ძმაც თითო დღის დაცილებით, ასევე იგივე დაავადებით გარდაიცვალა. თავად დევიდ კულენი კი არ არის მოსალოდნელი რომ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალოს. იგი დღეში 6-იდან 9 მილამდე დარბის და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
ვარჯიში ეხმარება სისხლძარღვებს გაფართოებაში და ხელს უწყობს სისხლის უფრო თავისუფლად მიმოქცევას. ჰარვარდის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ვინც ხშირად აკეთებს ენერგიულ გამამხნევებელ ვარჯიშებს, 20%-ით უმცირდებათ გულის დაავადებათა რისკი. ვარჯიშების ამ კატეგორიაში შედის სირბილი თუ ნელი, ძუნძულით სირბილი, ცურვა, ტენისის თამაში თუ აერობატიკის კეთება.
კვირაში 3 ან მეტი მილის ფეხით სიარული კი გულის დაავადების რისკს 10 %-ით ამცირებს.
რა შეგრძნებები ახლავს გულის შეტევას?
გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მკერდის ტკივილია. ადამიანები ამ დროს განიცდიან სუნთქვის უკმარისობას, ყბის ტკივილს, მკლავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას.
ვაშინგტონში მცხოვრები 52 წლის კევინ ამბროსი, რომელსაც გულის შეტევა სამჯერ ჰქონდა, ყვება: "სამივე შემთხვევაში გულის შეტევები მსუბუქი ფორმით გადავიტანე, მუხლებზე არ დავცემულვარ, თავის საშინელი ტკივილი და ბუნდოვანი მხედველობა მქონდა, ერთ-ერთი შეტევისას თავს იმდენად ნორმალურად ვგრძნობდი, რომ სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად საავადმყოფოში ჩემივე მანქანით წავედი."
ქალბატონებში სიმპტომები განსხვავებულია
515 ადამიანს შორის, რომელიც გულის შეტევას გადაურჩა, არკანზასის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა. მხოლოდ 30%-მა განაცხადა, რომ გულის შეტევამდე მკერდზე ზეწოლა ჰქონდა. ძალიან ცოტამ თუ გაიხსენა, რომ შეტევამდე და შეტევის შემდეგ, ტკივილი ჰქონდა.
ქალბატონებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია არაჩვეულებრივი ღონემიხდილობა, ძილის პროცესის რღვევა, სუნთქვის გახშირება, კუჭის აშლილობა და მღელვარება და შიში. ამგვარი "ტკივილისაგან თავისუფალი" შეტევები ჩვეულებისამებრ ქალბატონებს, დიაბეტით დაავადებულებს და 65 წელს გადაცილებულთ ემართებათ.
როგორ უნდა ვიმოქმედოთ გულის შეტევისას
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც კი ვიცოდეთ ზუსტად გულის შეტევა მოგვივიდა თუ სხვა რამ, მაინც აუცილებელია სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება და საავადმყოფოში მისვლა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ გინდ ცდებოდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, მაინც უმჯობესია სასწრაფოდ წახვიდეთ საავადმყოფოში, ვიდრე სახლში დარჩეთ.
შეიძლება დაუჯერებლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ აშშ-ში გულით დაავადებული პაციენტების ნახევარი, როცა მათ შეტევა ემართებათ, დაუყოვნებლივ არ რეკავენ სასწრაფოს გამოსაძახებლად.
ქალბატონები უფრო ნელა პასუხობენ
ქალბატონებში, როცა გულის შეტევის ნიშნები სახეზეა, უფრო მოსალოდნელია, რომ მკურნალობის დაწყება დაგვიანებულად დაიწყოს, ვიდრე მამაკაცებში და აქიდან გამომდინარე მათში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია.
ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ტენდენციას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს. მათ გულის შეტევაგადატანილ ქალბატონებს შეკითხვები დაუსვეს და განსაცვიფრებელი შედეგები აღმოაჩინეს. დაავადებაგადატანილი ქალბატონების 1/5-გულის შეტევისას თვლიდა, რომ ეს არა გულის შეტევა, არამედ რაღაც სხვა რამ იყო. ერთმა ქალბატონმა ისიც კი თქვა, რომ მას არანაირი ხალისი არ ჰქონდა წასულიყო სასწრაფო და გადაუდებელ განყოფილებაში, რადგან ფიქრობდა, რომ ექიმები ეტყოდნენ, რომ "იგი მხოლოდ მათი (ექიმების) დროის ტყუილა ხარჯვისთვის იყო მისული იქ."
ამერიკაში ქალბატონები, ღარიბი ოჯახების წარმომადგენლები და არათეთრი პაციენტები უფრო მეტ ხანს იმყოფებიან რიგებში გულის შეტევისას, ვიდრე სხვები და ხშირად მათ 6 საათიანი ლოდინიც კი შეიძლება მოუწიოთ. ეს კვლევა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს.
მომზადებულია ამერიკული პრესის მიხედვით
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.