თეა წულუკიანი: კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ, მაშინ რამე თქვი, კაკო?
02-03-2016, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

 

 

"მშენებლობა დასრულდა" - გარედან რომ შეხედა ნაციონალის გამჭრიახე თვალმა, შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო. ობიექტი კი არ დასრულებულა. რასაც მე ვეძახი დასრულებას, თვარა აბა თქვენ რასაც ეძახით დასრულებას კი ვიცი - დღესაც ვასწორებ შენი რჩეული, შენი ნაფერები და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული იუსტიციის მინისტრის ნაშენებ-ნაფერებ-ნარუდუნებ თბილისის იუსტიციის სახლის გაგრილება-კონდიცირება-სახურავ-სანიაღვრე-პარკინგებს.

 

 

ისე, ჩემებმა შანიძნებში იციან და მეც გამოვიყენებ ამ გამოთქმას - ნეტაი, იმის ტურა მქნა და გამაგებინა, შენი ნაფერები და კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ (ხელფასს ვინ დაეძებდა), მაშინ რამე თქვი, კაკო? არა?! ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!

 

 

ჰოდა, რაკი ობიექტი ჯერ არ ჩაბარებულა და შესაბამისად არ დასრულებულა, სერვისების განვითარების სააგენტო (ეს რომელია, იცი, აი, ვაშაძე რომ იყო უფროსი, ის) ვერ გადაუხდის სამშენებლო კომპანიას დარჩენილ თანხას. მიღება-ჩაბარება ხომ იცი, აი ის უნდა გაფორმდეს.

 

 

როდის გაფორმდება? როცა დავინახავ, რომ დასრულდა. მე რასაც დასრულებას ვეძახი, თვარა, შენი ჭირიმე, წვიმა რომ სახურავიდან მილში კი არ მიდის, კედელზე ჩამოდის და ჩამოწანწკარდება და შტეფსელიდან კომპიუტერს რომ გამორთავ და შტეფსელიც კედლიდან გამოდის და სახლში მოგყვება, ეს დასრულება არ არის, კაკო.

 

 

296.825 ლარი მაქვს ჩარიცხული და როგორ ვერ მონახა საკუთარი მუშისთვის გადასახდელი ხელფასი? 10.025 ლარი დამრჩა ჩასარიცხი და იმას რომ გამოასწორებს, რაც ზევით წერია, მერე გადავუხდი, კაკო. მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც). ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო. ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო. ბავშვმაც თუ იცის, ეს მაინტერესებს", - წერს წულუკიანი.

 

 

აკაკი ბობოხიძის თქმით, დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი