პრეზიდენტი სამხედროებს: არა მარტო თქვენი ოჯახები გელიან, არამედ მთელი საქართველოს მოქალაქეები გელით
06-06-2014, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებული სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ქვეყნის სიამაყის, პასუხისმგებლობის და მხედრული ღირსების წარმოსაჩენად მიემზგავრებიან.

 

 

მარგველაშვილმა დღეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებს გაცილების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მათ საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

 

 

"დღეს თქვენ მიბრძანდებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მაღლა აწიოთ დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, პასუხისმგებლობას და მხედრულ ღირსებას კიდევ ერთხელ საერთაშორისო დონით და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. თქვენ ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ. ყველანი ვართ ამაყი იმ გმირობით, რაც თქვენ და თქვენს თანამებრძლებს ჩაუდენიათ ავღანეთში ISAF-ის მისიაში. ყველანი ვამაყობთ იმ ნაბიჯებით, რაც თქვენ გადაგიდგამთ და მომავალშიც ასე ვიამაყებთ იმით, რასაც თქვენ გააკეთებთ და რასაც უკვე აფრიკაში ემსახურებით. თქვენ ხართ იმ ერის შვილები, რომელმაც შეძლო და მრავალსაუკუნიანი ისტორია თქვენი და თქვენნაირი ადამიანების შედეგად შეინარჩუნა"- მიმართა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს.

 

 

მარგველაშვილის თქმით, ძალიან პატარა ქვეყანა - საქართველო არსებობას სწორედ იმის ხარჯზე ახერხებდა, რომ წინაპრებები ამ ქვეყანას ინარჩუნებდნენ და ინახავდნენ.

 

 

"თქვენი წინაპრების გმირობის საფუძველზე უძლიერესი იმპერიებით გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა არასდროს არ დაცემულა და თავის თავს ინარჩუნებდა. თქვენი წინაპრების გმირობის საფუძველზე ამ ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ. იწერებოდა "ვეფხისტყაოსანი", შენდებოდა გელათი, შენდებოდა სამთავისი, იხვეწებოდა ქართული დამწერლობა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქართველი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ინარჩუნებდნენ. დღეს ეს მთლიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის დასაცავი"-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის შეფასებით, ის, რასაც ქართველი სამხედროები ავღანეთში აკეთებენ და რასაც აფრიკაში გააკეთებენ, საქართველოს ავტორიტეტს კიდევ უფრო გაამაგრებს, მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის შიგნით.

 

 

"გახსოვდეთ რომ თქვვენ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიამაყე. თითოეული ჩვენი მოქალაქე ფიქრობს იმაზე, რომ თქვენ მშვიდობით წაბრძანდეთ და შეასრულოთ თქვენი მისია და მშვიდობით დაბრუნდეთ. არამარტო თქვენი ოჯახები გელიან, არამედ - მთელი საქართველოს მოქალაქეები გელით. ვფიქრობთ თქვენზე და ვამაყობთ თქვენით. გაცილებთ რა მნიშვნელოვან საბრძლო მისიაში, იცოდეთ რომ თქვენი მშვიდობიანი დაბრუნება და თქვენი წარმატებული სამსახური წაადგება ჩვენს ქვეყანას და უკეთეს მომავალს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. მადლობა იმ სამსახურისთვის, რაც ჩვენი სამშობლოსთვის უკვე გაგიწევიათ და რასაც გააკეთებთ"-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

ცერემონია ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც ესწრებოდნენ. ცერემონიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერიი დუმილით პატივი მიაგეს.

 

 

ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი მისიით გაემგზავრება. მისიას ევროკავშირი გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის თაობაზე თებერვალში მიმართა. ხელისუფლებამ შეთავაზება მიიღო და ქართული ასეულის გაგზავნას მხარი დაუჭირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი