პატრიარქმა მრევლს მიმართა: თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს
06-03-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ მისი სურვილია მრევლთან ერთად "ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად".

 

 

"ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს," მიმართა მრევლს პატრიარქმა და დაამატა:

 

 

"ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება."

 

კომენტარები: 9
#9   მარიამ დემეტრაძე
      
რასაკვირველია, ასეთ საქმეებს საპატრიარქო ყოველთვის აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს, მაგრამ ძნელი მისახვედრია, რომ უწმინდესს სურს, ჩვენზეც გადმოვიდეს მადლი ღვთისა, რაც მოყვასის სიყვარულსა და ქველმოქმედებაში გამოიხატება? უწმინდესს სურს, სწორედ ჩვენ, ხალხი გავხდეთ უფლის უდიდესი წყალობის მიმღებნი, თორემ თავად ისედაც, უჩვენოდაც იზრუნებს შეჭირვებულ ადამიანებზე.
9 მარტი 2016 02:30
#8   ცირა
      
საპატრიარქოს მილიონებს რომ ითვლით ის თუ დაგითვლიათ რამდენი სასულიერო აკადემია, საპატრიარქოს სკოლა ან მღვდელია საქართველოში,თუ თქვენ ადამიანები ხართ და მოთხოვნილებები გაქვთ და იმათ და მათ ოჯახებს არ სჭირდებათ არაფერი.ბოლოს როდის მიხვედით და გაიღეთ შესაწირი ეკლესიისთვის რომ მაგ მილიონების სხვა რამეში დახარჯვა გახდეს შესაძლებელი. უკვე ამაზრზენია რომ თავად პატრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება სად იხარჯება ეგ ფული. იქნებ არც ხატებს არ სჭირდებათ ძვირფასი ქვებით შემკობა და ხალხმა დანთქას ყველაფერი, მაინც ტყუილად არის მიმაგრებული ხომ. დაფიქრდით რას ამბობთ წინ მარტო სიკეთე კი არა ცილისწამება და აუგად ნათქვამიც დაგხვდებათ.
7 მარტი 2016 13:12
#7   leila
      
იმ 25 მილიონით რატომ არ აშენებთ? სად მიდის ეკლესიის შემოსავალი? მირჩევნია დავაპურო მშიერი მე თვითონ . რატომ არა მოიკლებთ ცოტას ეკლესია არ გააკეთებთ სიკეთეს? გამოიტანეთ ის ფული და ააშენეთ და დააპურეთ ეს გაჭირვებული ხალხი.რისტვის გინდათ მაშ ის მილიონები? ფუფუნებაში და გრიალში იცხოვროს ეკლესიამ და ჯიპებით იგრიალონ? მილიონები ხარჯოთ თქვენს საკუთარ მკურნალობაზე როცა პატარა ბავშვები უწამლოდ და ულაუკმ აპუროდ იხოცება? არა მე არც კაპიკს არ დავდებ თქვენთან .დამიპურებია ვისაც მოუმართავს და არ მოუმართავს.მე მძიმე შრომით ვშოულობ კაპიკებს და ჩემი ოჯახი ყოველთვის ეხმარება მშიერს და მწყურვალს როგორც შეგვიძლია. რასაც ახლა ეკლესია და პატრიარქი ხალხს სთხოვთ ეს თქვენი გასაკეთებელია/ახლა წამოვა უგნურთა რისხვა რისაც არ მეშინია. მე სიმართლეს ვამბობ უგნურნო და ბრმებო.გთხოვთ არ წაშალოთ ჩემი პოსტი.მინდა ყველამ წაიკითხოს.
7 მარტი 2016 08:27
#6   Tamari
      
ციტატა: კონსტანტინე
რამოდენიმე "პრადო" რომ გაყიდოს საპატრიარქომ, ეგეც საკმარისი იქნებოდა მაგ სახლის საყიდლად...

ოხ ვინაა ეს სიკეთით სავსე ადამიანი?:))))
7 მარტი 2016 03:49
#5  კონსტანტინე
      
რამოდენიმე "პრადო" რომ გაყიდოს საპატრიარქომ, ეგეც საკმარისი იქნებოდა მაგ სახლის საყიდლად...
6 მარტი 2016 16:39
#4  java
      
ტესტ კჯკჯგ ჯჰჯჰ
6 მარტი 2016 14:36
#3   miranda
      
dzalian kargia da mec mzad var mivixo monawileoba
6 მარტი 2016 13:56
#2   ანნა დუღაშვილი
      
დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ალბათ ფონდს დაარსებენ რამეს, იქნებ გამოაცხადონ ანგარიშის ნომერი
6 მარტი 2016 12:12
#1   ნანა მექვაბიძე
      
დიდი სიამოვნებით მივიგებ მონაწილეობას ამ კარგ და აუცილებელ საქმეში
მიგულეთ თქვენს გვერდით

დიდი სიამოვნებით მივიგებ მონაწილეობას ამ კეთილ საქმეში
6 მარტი 2016 10:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი