ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონებში ერთ-ერთი მთვარი პრობლემა მიწის რეგისტრაციაა და აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ პრობლემის უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოგვარებას.

სრულად...

შანხაის იმპორტის ექსპოზე ჩინურმა სადისტრიბუციო კომპანიებმა საქართველოს მწარმოებლებისა და მათი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ეწვია და საქართველოს პავილიონი, ქართული კომპანიების სტენდები დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში  0.0036 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებს ქართველ სტუდენტებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ერთი წლით გახანგრძლივება, დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დასადასტურებლად, რომ კვლავ ერთგულები ვართ იმ ძირითადი ფისკალური მიზნებისა და პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ პროგრამას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში (Fox News, CNBC და სხვა) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 40 მილიონზე მეტ აუდიტორიას დაფარავს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0071 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში კითხვაზე, როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს, პასუხად განაცხადა, რომ სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი