ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს თბოელექტოსადგურ გარდაბანი1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი2-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავას ინფორმაციით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დარიალის ხეობაში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ყაზბეგი“ ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე გასვლის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სრულად...

ნათია თურნავა - ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ბევრი ნებართვის მიმართულებით და ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ

სრულად...

24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომელიც მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების საკითხებს მიეძღვნა. 

სრულად...

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის „ASIA AC“ პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს შეხვდა. აღნიშნულ კომპანიასთან პარტნიორობით ქართულმა მხარემ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“  წარმატებით განახორციელა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი