ეკონომიკა

2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სავალუტო ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა,  ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს.

სრულად...

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა, - შესრულებული სამუშაო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სრულად...

იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო, ტკბილეული და ფოლკლორი ელოდება აგრო-ფესტივალის სტუმრებს, რომელიც წყალტუბოში 13 ივლისს გაიმართება.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აცანასა და ჭალაში გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივლისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში  პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა  კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა. 

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი