პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ, პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი ბრიუსელში შეაჯამა. ბახტაძის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ახალ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრინციპულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ინტეგრაციას გზაზე ევროკავშირში.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში სუსტი კანდიდატის წარდგენა სურს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტს  ელოდებიან, რადგან  მასთან დასაპირისპირებლად ღირსეული კანდიდატი უნდა წარადგინონ, აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

სრულად...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა.

 

სრულად...

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ, 21 ივლისს, ქუთაისში წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა განუცხადა.

სრულად...

დავით ჭიჭინაძის „ქართულ ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 9 პოლიტიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „ორივე განაყოფი - „ნაციონალები“ და ბოკერიას ჯგუფი - მაქსიმუმ 20% მიიღებს, დაბალი აქტივობის პირობებში“.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „შენების მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამართული კონსულტაცია იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პოლიტიკურ ასპარეზზე საჭირო გუნდის შემოყვანა.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 17 ივლისს „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მონტენეგრომ შესაძლოა ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩართოს! - „მონტნეგრო პატარა ქვეყანაა, მამაცი და აგრესიული ხალხით. და გილოცავთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომში ხართ ჩართული... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი მისი წევრების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ამიტომ, ნატოს მოუწევს მონტენეგროს დაცვა“, განაცხადა ტრამპმა.

სრულად...

ნიკა მელიას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციას ებრძვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილი მართლა რომ ებრძოდეს კორუფციას, მაშინ ქუმსიშვილის და ალავიძის გარდა საგამოძიებო პროცედურები ღარიბაშვილის, ჯანყარაშვილის, მამაცაშვილის, ფარცხალაძის, შავლიაშვილის და სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც უნდა ტარდებოდეს

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციის მიზანია, ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადების შემცირება, ვინაიდან ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებლები ძალიან დაბალია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი