პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ პრემიერის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სიმბოლურია ბრიუსელის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად შერჩევა.

სრულად...

ეკონომიკისა მდგრადი და განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით,  არანაირ ტენდერებთან და შესყიდვებთან ის არ არის დაკავშირებული.  პროკურატურაში კი იმ საკითხებზე სასაუბროდ დაიბარეს, რომელებიც მისი მინისტრობის დრო იქნა გადაგზავნილი. რაც შეეხება ადვოკატს, ყოფილი მინისტრის თქმით, ის მხოლოდ ფორმალობისთვის აიყვანა.

სრულად...

დამოუკიდებელმა დეპუტატმა,  სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს უთხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი  საგამოძიებო კომისიის შედეგებს დაელოდება.

სრულად...

ჩემი სურვილია, მაქსიმალურად ყველამ, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და იმას დავუთმოთ დიდი დრო, რისთვისაც მოვედით პარლამენტში - წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში, აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის  საკითხებში, ვალდის დომბროვსკის  შეხვდა. 

სრულად...

„ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარცხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მოსწონს ირაკლი კობახიძის მოთმინება, რადგან ურთულესია დამცირების და შეურაცხყოფის პირობებში, ჯანმრთელი სამუშაო გარემო შეინარჩუნო.

სრულად...

„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარცხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ კრიტიკული აზრი, მაგრამ ეს მოსაზრება პიროვნულ შეურაცხყოფაში არ უნდა გადიზარდოს, ბერაიას თქმით, ლოგიკური გადაწყვტილება მიიღეს, როდესაც ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ტუსკმა და ბახტაძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი