პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „სწორი არ იქნება".

სრულად...

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ისევე, როგორც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ბიძინა ივანიშვილმა მორიგ „ბარტყად გადმოადგო".

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა პოსტი დატოვა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ, გადაწყვეტილება თავადაც მიღებული აქვს, რასაც გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გაახმოვანებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, რომ პრემიერ მინისტრად „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს. მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს შეკითხვები, თუ ვინ და რატომ ირჩევს და ხსნის პრემიერ მინისტრებს, მმართველი პარტიის ლიდერი თავად უნდა იყოს პრემიერ მინისტრი.

სრულად...

„მისასალმებელია, რომ ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან გვაქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა“, აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

სრულად...

ასე არ არის, რომ პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

სრულად...

პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა „საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლამ და მხარდამჭერმა აქციებმა“ განაპირობა.

სრულად...

14 ივნისს, 17.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. ინფორმაციას ამ წუთებში პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ხალხის აქტიურობამ განაპირობა და „ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერ მინისტრი“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი