პოლიტიკა

„განხილვა გაგრძელდება, ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრა თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ამის შემდეგ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან“, განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

სრულად...

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესი, შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოვიო კლაართან შეხვედრისას.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა სრული შემადგენლობით დაამტკიცა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სრულად...

ფრაქციამ დღის წესრიგიდან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა. უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როგორც ჩანს, უჩა ნანუაშვილი ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იქნება სახალხო დამცველის პოსტზე".

სრულად...

„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი