პოლიტიკა

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, მამაცობისა, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ: ზაალ გაბაშვილს (სიკვდილის შემდეგ), გიორგი გელდიაშვილს, ვასილ გორგაძეს (სიკვდილის შემდეგ), დავით მაკარიძეს, ნინო ქადეიშვილს (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძეს, მედიკო მამუკაშვილს.

სრულად...

სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე TV პირველის ეთერში, „დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ ასევე აცხადებს, რომ ის რჩება იმავე პოზიციაზე, რომ საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველომ.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ე.წ. კორცხელის საქმეზე ბრალდებულებისთვის მხოლოდ ფულადი ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა. მელიას განცხადებით ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ „ტაბელური ზონდერები“ არიან, რომლებსაც დაკისრებულ თანხას კახა კალაძე გადაუხდის.

სრულად...

საქართველო არის სამიზნე რუსული პროპაგანდის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონში, საქართველოს საელჩოში მომხდართან  დაკავშირებით გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მაგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სრულად...

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი