პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე,  მმართველი გუნდის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველომ დაკარგა უამრავი ადამიანი, მათ შორის მებრძოლი გმირები, რომელთა მაგალითებზეც მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

სრულად...

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ  სალომე ზურაბიშვილი უფრო ძლიერი კანდიდატი იქნება თუ დამოუკიდბელ კანდიდატად დარჩება და „ქართული ოცნება“ მას არ დააზარალებს.

 

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი  დავით ბაქრაძე ამბობს, რომ  სალომე ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ამჟამად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მისი ავტორობით გამოცემულ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებას აღარ ეთანხმება.

სრულად...

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე პრემიერი პავლო როზენკო ეწვივნენ. აეროპორტში მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

სრულად...

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს დამოუკიდებელი კანდიდატების დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხების მიმართ და შემდეგ გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. პარლამენტის ვიცე სპიკერს მოსწონს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რადგან მისი თქმით, ზურაბიშვილს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პრინციპები.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს. „ჩვენ, შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი", განახადა კობახიძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი