რეგიონები

ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან დაიწყო.  ბათუმის მერიის ცნობით, გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ახორციელებენ.

სრულად...

უკვე მეორედ, 2019 წლის 12-13 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში თოვლის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე დაინთება დიდი კოცონი, გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ფესტივალს თოვლის ბაბუაც დაესწრება.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე სოფ. ზედა სიმონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს მთავრობის N2577 (31.12.2018) განკარგულებით, ონის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1.500,000,0 ლარი პროექტისათვის - ქ.ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა (1 ეტაპი).

სრულად...

ცაგერის სასპორტო სკოლის ძიუდოისტმა ნიკა ქომეთიანმა დიდ წარმატებას მიაღწია. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე სოფ. ძევრში იმყოფებოდნენ, სადაც ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-არმირებული ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტის იმ დაწესებულებების (პოლიცია, სახანძრო, „03“ სამსახური, საავადმყოფოს სამორიგეო, ენერგოს სამორიგეო, წყლის სათავე ნაგებობის სამორიგეო, ლაჯანურჰესის სამორიგეო, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და საკრებულოს სამორიგეო) თანამშრომლებს, რომლებიც 31 დეკემბერს ეწეოდნენ სადღეღამისო მორიგეობას.

სრულად...

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომებზე სულ განხილულ იქნა 333 საკითხი, მიღებული იქნა 279 განკარგულება და 54 დადგენილება.~

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოყურეშის საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. 

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე გაჭირვებულ 15 ოჯახს სადღესასწაულო ნობათი გადაეცა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი