სამართალი

რუსთავში, შპს „ერთობის" ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 წუთის წინ, მოკლული მამაკაცი იპოვეს. „რუსთავი 2" იტყობინება, რომ მოკლული ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი ცხედარი საკუთარ კაბინეტში აღმოაჩინეს.

სრულად...

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძე​ს შეხვდა. ამის შესახებ ​უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის მკვიდრი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სრულად...

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს.  მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სრულად...

თბილისში, ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლეს. ადგილობრივების განცხადებით, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. 

სრულად...

ხაშურში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

სრულად...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული მ.ა. თბილისში დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, გლდანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას  ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სრულად...

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი