სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, იარაღის გავარდნის შედეგად, წვევამდელი გარდაიცვალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა იგი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სრულად...

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

სრულად...

შსს-ს ცნობით, პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

სრულად...

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თიანეთის მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს. 

სრულად...

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი