საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე და ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სრულად...

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეთოთხმეტე კორპუსის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ ფართობზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. სკვერში განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და მოეწყობა რულონური ბალახი.

სრულად...

საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

სრულად...

ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს, - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

სრულად...

ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.

სრულად...

ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. „ეარბალტიკის“ ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.

სრულად...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა.

სრულად...

ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის მგზავრები და მძღოლი 50-50 ლარით დაჯარიმდებიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი