პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის.
„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი „ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისთან გამართა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს.
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 801-ს შეადგენს. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.