საზოგადოება

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ ძამას ხეობაში მიწები იმიტომ შეისყიდეს, რომ „უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები და ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყნას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“.

სრულად...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მაისს, 06:00 საათიდან 12 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, სადაც ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება დაიწყება.

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 288-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად.

სრულად...

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.

სრულად...

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით.

სრულად...

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სრულად...

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

სრულად...

11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი