საზოგადოება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

სრულად...

Covid-19-თან დაკავშირებული გლობალური პანდემიის გამოწვევა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ნეგატიურად აისახება. უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება. პირველი - ეს გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევები, მეორე - მივეხმაროთ ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, და მესამე- შევიმუშაოთ ინსტრუმენტები, რომ როდესაც ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, სწრაფად მოხდეს ეკონომიკური განვითარების აღდგენა, სწრაფად დავეწიოთ იმ სასტარტო პირობებს, რითაც მიმდინარე წელი დავიწყეთ, - ,- განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავალების შესაბამისად, გასული თვის განმავლობაში ანკარაში საქართველოს საელჩო მუშაობდა საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვადასხვა საშუალებების (პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა.) მოძიებაზე. თურქეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა გარკვეული ნედლეულის მოძიება, შესაბამისი ნებართვების მოპოვება და ნედლეულის საქართველოში ექსპორტი.

სრულად...

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის  და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. 

სრულად...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა. 

სრულად...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

სრულად...

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.

სრულად...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. 

სრულად...

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გრუნტის დამჭერი კედელი ამჯერად, ოქროყანაში, ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 21 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რომელმაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა. 

სრულად...

ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, – აღნიშნულის შესახებ „პირველ არხს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი