საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი მოათავსეს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

სრულად...

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 296-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, კინოთეატრ „საქართველოდან“ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით ჩატარდა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის საკითხზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი „ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა და შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართა. შეხვედრა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საკითხს ეხებოდა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობით, თავად მანდატურების სურვილის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის კვალიფიციური კადრები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

სრულად...

12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი