მსოფლიო

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.

სრულად...

GUARDIAN.GE - პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად. დაღუპულები ადგილობრივი ფერმერები არიან. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, არ არსებობს „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. დუდას თქმით, იგი ელოდება, რომ მისი ქვეყანა, ოთხშაბათს, ნატოს წევრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსული წარმოების“ რაკეტები შემოიჭრა და ორი ადამიანი დაიღუპა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგ დღეს უწოდებს. თეთრ სახლში გამოსვლისას მან თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის აღების გზაზე დგანან, მაგრამ სენატისთვის ბრძოლა დანის პირზე გადის იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის შტატებში, ისეთში, როგორიცაა ნევადა, საარჩევნო უბნები მხოლოდ ახლა იხურება. სწორედ ამ შტატებში მიღებული ხმები განსაზღვრავს თუ ვინ შეძლებს უმრავლესობით მოსვლას სენატში.

სრულად...

GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს, იმრან ხანს ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ვაზირაბადში მის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრეს. ხანის უფროსმა თანაშემწემ AFP-ს განუცხადა, რომ ეს იყო „მისი მოკვლის მცდელობა“. ხანის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ სროლის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია. ამჟამად ხმების 84% დათვლილია და ნეთანიაჰუს ბლოკს 120 ადგილიდან 65 აქვს მოპოვებული. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნების საწინდარი იქნება უმაღლეს თანამდებობაზე.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია ეგზიტ პოლზე დაყრდნობით. ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, ნეთანიაჰუს მემარჯვენ ფრთის ბლოკს მცირე უპირატესობა გააჩნია თავის ოპონენტებზე. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნება იქნება უმაღლეს თანამდებობაზე. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბრაზილიამ არჩევანი ყოფილ პრეზიდენტზე, 77 წლის მემარცხენე ლუის ინასიო და სილვაზე გააკეთა. მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულამ ხმების 50.9% მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ პოლიტიკაში.

სრულად...

GUARDIAN.GE -  დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასი რიში სუნაკმა შეცვალა მას შემდეგ, რაც იგი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასს რიში სუნაკი შეცვლის. გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი