მსოფლიო

GUARDIAN.GE -  ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნება.

სრულად...

GUARDIAN.GE - სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთკვირიან ყრილობაზე მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებს ჩამოსცილდნენ. მესამე ვადით არჩევა ქვეყანაში დღემდე არსებული პრეცედენტის დარღვევაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობისთვის შესაძლოა, პოსტიდან ცოტა ხნის წინათ წასულმა ბორის ჯონსონმა იბრძოლოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ გამოცემებზე - „თაიმსზე“ და „დეილი ტელეგრაფზე“ დაყრდნობით იუწყება. როგორც „თაიმსი“  წერს, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ეს „ეროვნული ინტერესის“ საქმეა. 

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მან თქვა, რომ ვერ შეასრულა მანდატით მინიჭებული ის უფლებამოსილება, რომლითაც იგი აირჩიეს "ტორების" ლიდერად და აცნობა მეფეს, რომ თანამდებობას ტოვებდა. 

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დღეს დილით განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს მიაყენეს დარტყმები.

სრულად...

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „ფაქტობრივად აიძულა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს საკვანძო სოფელი ხერსონის სამხრეთ რეგიონში, რამაც დააჩქარა რუსეთის სამხედროების კიდევ ერთი უკანდახევა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 35-ე საზღვაო ბრიგადის მიერ უკრაინის დროშის აღმართვა ჩანს სოფელ დავიდივის ბრიდის თავზე, რამდენიმე სხვა ახლომდებარე სოფლის ხელჩი ჩაგდების ფონზე.

სრულად...

GUARDIAN.GE - ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავაში ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 დაშავდა - იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მათ შორის, რაც კი სტადიონზე მომხდარა.

სრულად...

GUARDIAN.GE - კრემლში, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონების - „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. შეკრებილებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა და თქვა, რომ რუსეთის „ოთხი ახალი რეგიონის, ოთხი ახალი სუბიექტის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მილიონობით ადამიანის ნებას წარმოადგენს“, რასაც, როგორც მან დარწმუნებით თქვა, ფედერალური კრება მხარს დაუჭერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - სულ მცირე 76 პროტესტანტი მოკლეს ირანის უსაფრთხოების ძალებმა 11 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების დროს, რაც პატიმრობაში მყოფი ქურთი ეროვნების ქალის სიკვდილმა გამოიწვია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი