მსოფლიო

GUARDIAN.GE - იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი მიწაზე დაეცა. მასზე თავდამსხმელი დაკავებულია.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ტორების“ ახალი ლიდერის არჩევნების ჩატარებამდე დარჩება.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას დღეს დატოვებს, იტყობინება BBC, მაგრამ ის  პრემიერ-მინისტრის პოსტზე შემოდგომამდე, „ტორების“ ახალი ლიდერის არჩევნების ჩატარებამდე დარჩება.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე ზეწოლა სულ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ დილით გადადგომების სერია გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ თანამდებობები დატოვეს პენსიების მინისტრმა გაი ოპერმანმა და ტექნოლოგიების მინისტრმა ქრის ფილპმა. მანამდე პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა ბრენდონ ლუისმა, ჩრდილოეთ ირლანდიის მდივანმა და განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება „პატიოსნება, მთლიანობა და ურთიერთპატივისცემა“. თანადებობებიდან წავიდნენ ასევე მინისტრები - ჰელენ უოთლი, დემიან ჰაინდსი და ჯორჯ ფრიმენი.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიოში დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება კი მსოფლიო არენაზე სახიფათოა და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და მისი ქვეყანა ამ პრინციპით იხელმძღვანელებს ლუგანსკისა და დონეცკის შემთხვევაშიც.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მან პუტინს ოთხშაბათს განუცხადა, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებისთვის“, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“.

სრულად...

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - „კგბ-ს“ ყოფილი რუსი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი დიმიტრი კოვტუნი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტის დაბლოკვაზე შეთანხმდნენ. აკრძალვა წარმოადგენს კომპრომისს, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მილსადენის ნავთობის იმპორტზე არ იმოქმედებს და სანქციები შეეხება მხოლოდ იმ რუსულ ნავთობს, რომლის ევროპაში ტრანსპორტირებაც ზღვის მეშვეობით ხდება.  

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი