მსოფლიო

GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ მოლაპარაკებები გამართა „ვაგნერის“ დაქირავებული სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან, რომლის დროსაც პრიგოჟინი შეთანხმდა თავისი ჯარების შეჩერებაზე და „სიტუაციის დეესკალაციაზე“, განაცხადა საინფორმაციო არხმა - „Rossiya 24“.

სრულად...

GUARDIAN.GE -  მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება Telegram-ზე, სადაც ამბობს, რომ „მდგომარეობა რთულია“ და „მოსკოვში გამოცხადდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, ორშაბათი კი იქნება „არასამუშაო დღე“ „რისკების შესამცირებლად“. მან მოსკოველებს სთხოვა „რამდენადაც კი ეს შესაძლებელია თავი შეიკავონ ქალაქში მოგზაურობისაგან“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ „ვაგნერი“ რეგიონში „ტექნიკის“ გადაადგილებას ახორციელებს. არტამონოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სამართალდამცავი ორგანოები და ხელისუფლება... იღებენ ყველა საჭირო ზომას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება".

სრულად...

უზარმაზარი ხანძარია ნავთობის საცავში, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სადაც BBC-ის ცნობით, „ვაგნერის“ მებრძოლებმა მთავარი სამხედრო ობიექტები დაიკავეს. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ცეცხლის ჩაქრობას 100 მეხანძრე ცდილობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხანძრის ადგილიდან უზარმაზარი შავი კვამლი ამოდის.

სრულად...

GUARDIAN.GE - „ვაგნერის“ „ტელეგრამის არხზე“ აუდიო შეტყობინება გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ეს არის „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პირდაპირი, გამომწვევი პასუხი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვაზე.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძანება მიიღეს მოახდინონ მათი ნეიტრალიზება, რომელთაც შეირაღებული ამბოხის ორგანიზება მოაწყვეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას. მისი თქმით, „გარდაუვალი სასჯელი“ დაეკისრება მათ, ვინც რუსეთის საზოგადოებას ყოფს. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა „საჭირო ბრძანება გაცემულია“ კრიზისის გასამკლავებლად. მან აჯანყებულების ქმედებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა. „ვაგნერის“ დაჯგუფების მეთაურის, პრიგოჟინის ხსენების გარეშე, პუტინმა თქვა, რომ ზოგიერთს დიდმა „ამბიციამ“, „დიდი ღალატი“ ჩაადენინა.

სრულად...

GUARDIAN.GE - მოვლენები რუსეთში სწრაფად ვითარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მათი მეთაურის, პრიგოჟინის მიერ „ჩათრეული არიან კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“.

 

სრულად...

GUARDIAN.GE - „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხანში სატელევიზიო მიმართვას გააკეთებს. ამასობაში კი ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ იევკუროვს ხვდება. უცნობია თუ სად არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პრიგოჟინი იევკუროვთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მოადგილესთან, ვლადიმერ სტეფანოვიჩ ალექსეევთან ერთად ზის.

სრულად...

GUARDIAN.GE - ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან დამაკავაშირებელ M4 ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, რადგან ამ მიმართულებით სამხედრო კოლონები მიემართებიან.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის „ფე-ეს-ბემ“ (ФСБ) სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოგდების შესახებ მის მუქარას უკავშირდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი