მსოფლიო

მომღერალმა ჯანეტ ჯექსონმა 50 წლის ასაკში პირველი შვილი, ბიჭი გააჩინა. განცხადებაში, რომელიც ჯექსონის პუბლიცისტმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ მუსიკოსი და მისი ქმარი, ყატარელი ბიზნესმენი, უისამ ალ მანა დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩვილის, ეისა ალ მანას დაბადებას.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში, სერ აივენ როჯერსმა თანამდებობა დატოვა. მოელოდნენ, რომ როჯერსი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2013 წელს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა დანიშნა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. ბრექსიტის მოლაპარაკებებში მთავარ როლს ითამაშებდა.

სრულად...

ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლის“ (გერმანულად - „მაინ კამპფ“) სპეციალურად ანოტირებული ვარიანტის გამომცემელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინათ წიგნი გამოიცა, მისმა გაყიდვებმა საოცრად სწრაფად იმატა.

სრულად...

ამერიკის ზოგიერთ შტატზე თავსდამტყდარმა ძლიერმა შტორმმა, რომელსაც წვიმა და სეტყვა ახლავს, ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ავითარებენ შორსმიმავალ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლითაც შეერთებულ შტატებზე დარტყმის შესაძლებლობა შეიქმნება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და კიმ ჩენ ინის განცხადების, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, საპასუხოდ თქვა: „ეს არ მოხდება“.

სრულად...

ისრაელის პოლიცია პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლში მივიდა, რაც კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათ მისვლამდე ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ უარყო რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

სრულად...

ბრაზილიის შტატ ამაზონასის ციხეში მომხდარი არეულობისას 60-ზე მეტი პატიმარია მოკლული. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

სულ მცირე 35 ადამიანი იქნა მოკლული ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ხალხმრავალ მოედანზე, ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) უსაფრთხოების და სამედიცინო სფეროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა პრეს-მდივანმა კვირას გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 35 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებით, შესაძლოა არაპროპორციულად დასაჯა რუსეთი.

სრულად...

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი