მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინმა ოფიციალური საპროტესტო განაცხადი გააკეთა შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მას შემდეგ რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.

სრულად...

კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 71 ცხედარი ბრაზილიაში გადაასვენეს. ავიაკატასროფას ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ჩაპეკუენზეს“ მოთამაშეთა უმრავლესობა ემსხვერპლა. გუნდის მშობლიური ქალაქი ხსოვნის ცერემონიისთვის ემზადება.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ ესაუბრა ტაივანის პრეზიდენტს და ამით დაარღვია შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა, როცა მათ შორის ოფიციალური ურთიერთობები გაწყდა.

სრულად...

22 წლის განმავლობაში გამბიის უცვლელმა ლიდერმა იაჰია ჯამეჰმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და პირობა დადო, რომ დაეხმარება მის შემცვლელს ადამა ბაროუს. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები და მხარდამჭერები ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმების ხელახალი გადათვლის ძალისხმევის დაბლოკვის ნაბიჯებს დგამენ. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც იენს სტოლტენბერგმა კვრიკაშვილს პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა.

სრულად...

გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა 22-წლიანი მმართველობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება იგემა და მას ქონების დეველოპერი ადამა ბაროუ შეცვლის. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაილაშქრა „არაკეთილსინდისიერი მედიის“ წინააღმდეგ და გამოხატა თავისი უკმაყოფილება, რომ არჩევნების დღეს სატელევიზიო არხებმა მისი გამარჯვება პენსილვანიაში, შუაღამემდე არ გამოაცხადეს.

სრულად...

ჩვენ ამოვწურეთ მოთმინება და ენერგია, რომ ევროპას ვდიოთ, - აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. 

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალი ჯეიმს მათისი, ყოფილი მეზღვაური, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, თავდაცვის მდივნად დაასახელა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი