მსოფლიო

ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო ზოლში ცუნამმა მიაღწია.

სრულად...

ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი ქრისჩარჩიდან დაახლოებით 95 კილომეტრის მანძილზე იყო.

სრულად...

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Wall Street Journal-თან ობამას ჯანდაცვის კანონის, ჰილარი კლინტონის საქმის გამოძიების და სხვა საკითხების შესახებ კომენტარების გარდა მოსკოვიდან ვლადიმერ პუტინის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევენების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული წერილიც შეაფასა და თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტისაგან "ჩინებული" წერილი მიიღო. ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

სრულად...

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, პრემიერ მინისტრის, შინზო აბეს მიზანია ხაზი გაუსვას იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსის მნიშვნელობას, როცა იგი სამშაბათს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სრულად...

ტრამპი, როგორც ჩანს მისი ზოგიერთი წინასაარჩევნო აღთქმების უკან წაღებას აპირებს. მაშინ როცა იგი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ჯანდაცვის კანონის, რომელსაც მეტსახელად „ობამადაცვა“ შეარქვეს, სანაგვეზე მოსროლის დაპირებას იძლეოდა, ახლა იგი ამბობს, რომ გახსნილია ხელუხლებლად დატოვოს აღნიშნული აქტის უმთავრესი ნაწილები.

სრულად...

ჰილარი კლინტონი მის დამარცხებას შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის ჩარევებს უკავშირებს.

სრულად...

თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაგრამის საჰაერო ბაზის შიგნით, ავღანეთში ყველაზე მსხვილ ამერიკულ სამხედრო დაწესებულებაში, ოთხი ამერიკელი მოკლა.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემის გუნდის მიერ ტრამპის საშინაო მრჩევლად დასახელებულმა კენეტ ბლეკველმა საგაზეთო ინტერვიუში გეები წამქეზებლებსა და კლეპტომანებს შეადარა, რომლებიც შეიძლება რომ „შეიცვალონ“.

სრულად...

მაშინ როცა ტრამპი მისი კაბინეტის ჩამოყალიბებაზე მუშაობას იწყებს, ზოგიერთი მედიაში ვარაუდებს გამოთქვამს, რომ ივანკა ტრამპმა, არჩეული პრეზიდენტის უფროსმა ქალიშვილმა, საარჩევნო კამპანიიდან მმართველობაში გადაინაცვლებს. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი