მსოფლიო

GUARDIAN.GE - „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი 1963 წლის 22 ნოემბერს, თავისი ბიძის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ადანაშაულებს.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ კამალა ჰარისი, ხოლო საარჩევნო კამპანიის მენეჯერი თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯული ჩავეს როდრიგესი, „დემოკრატების“ დიდი ხნის განმავლობაში გვერდში მდგომი კადრი იქნება.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაივანის საკითხზე, ამსტერდამში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა არ ნიშნავს იმას, რომ პარიზი მის „ვასალს“ წარმოადგენს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნიუ იორკის სასამართლო სხდომიდან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა უამრავი მხარდამჭერის გარემოცვაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ დაიცვა ამერიკა მათგან, ვინც ქვეყნის განადგურებას ცდილობდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სასამართლო სხდომის დროს 34 მუხლით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება არ აღიარა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნების დროს ჩანაწერების ფალსიფიკაციაშია ბრალდებული, რითაც მან, პროკურატურის მტკიცებით, საზიანო ინფორმაცია დამალა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, რაც ისტორიული ამბავია - ტრამპი იქნება აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ. საქმე ეხება ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დანიელსისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელში სიმშვიდე ისადგურებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების კანონპროექტის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიამდე შეაჩერებს, რათა თავიდან აიცილოს „ჩვენს ხალხს შორის რღვევა“.

სრულად...

GUARDIAN.GE - ისრაელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გადახედვის სადავო გეგმების წინააღმდეგ გამოვიდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კვლავ გაზარდა, მიუხედავად შიშისა, რომ ამ ნაბიჯმა, საბანკო გაკოტრების სერიების შემდეგ, შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობა და ვნებათაღელვა უფრო გააძლიეროს. ფედერალურმა რეზერვმა თავისი ძირითადი განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა, საბანკო სისტემას კი „ჯანსაღი და მდგრადი“ უწოდა. მაგრამ ბანკმა ასევე გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ საბანკო გაკოტრების შედეგებმა შესაძლოა, მომავალ თვეებში ეკონომიკურ ზრდას ზიანი მიაყენოს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი ომის დასრულებისთვის, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება განხორციელდეს „როცა ისინი მზად იქნებიან ამისათვის დასავლეთში და კიევში“. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისაკენ. 12-პუნქტიანი გეგმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისაკენ მოუწოდებს. ის ასევე გმობს „ერთპიროვნულ სანქციებს“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი