მსოფლიო

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოულოდნელ, „სამუშაო ვიზიტად“ ეწვია ომის შედეგად განადგურებულ მარიუპოლს, იტყობინება სახელმწიფო მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით. პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა. კრემლის ცნობით, იგი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა, შემდეგ კი ავტომანქანით, რომლის საჭესთანაც თავად იჯდა, ქალაქის ქუჩებში გაიარა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 69 წლის სი ძინპინი მესამე ვადით აირჩია, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, „კომუნისტურმა პარტიამ“ იგი ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, ამჯერად კი, ეროვნულმა სახალხო კონგრესმა უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე 5-წლიანი ვადით. იგი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე, რომელიც მალე სი ძინპინს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში „კომუნისტურმა პარტიამ“ ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცებს მესამე ვადით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს გასულ თვეს, ჯანმრთელობის რუტინული შემოწმების დროს, კანის სიმსივნური დაზიანება აღმოაჩნდა, რომელიც ამოუღეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა „უაღრესად დიდი ინტერესი“ გამოხატეს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. პეკინში, ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ - პუტინის ახლო მოკავშირეებმა - განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა „გამოთქვეს ღრმა შეშფოთება“ კონფლიქტის გამო და „გამოხატეს უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების მხრივ“, იტყობინება „ბი-ბი-სი“ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - იტყობინება BBC საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით. სამგზავრო მატარებელს, რომელსაც 350-ამდე მგზავრი გადაჰყავდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი აპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი