განათლება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, წარსულში ჟურნალისტი და არაერთი სტატიისა და ნარკვევის ავტორი, ჯულიეტა შირინიანი იქ დგას, „სადაც ქარიშხალია“ და ეს მისთვის საქართველოს სადარაჯოზე დგომას ნიშნავს იმ რეგიონში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დირექტორთა სერტიფიცირებაში მონაწილეობა და თუკი წარმატებით გაივლის ტესტირებას და გასაუბრებას, ბევრი რამის შეცვლას აპირებს მშობლიურ სკოლაში. მისი მიზანია ქართული, სახელმწიფო ენა გახდეს პრიორიტეტული.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

სრულად...

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ნურადდინ აბბასოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წელს აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებ გამოცდებზე გასვლის საშუალება მიეცათ.

სრულად...

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, დოლახან ალიევის განცხადებით, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა და ბავშვები უკვე კარგად ახერხებენ სახელმწიფო ენაზე საუბარს.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ბერნის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ბერნის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სრულად...

GUARDIAN.GE -  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არაქართულენოვანი სკოლებისთვის იმ მხრივ, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის, ასევე აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პრაქტიკოს მასწავლებლებს პირველად მიეცათ გამოცდებზე გასვლის, თავიანთი კომპეტენციის ამაღლებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი ახლადაღდგენილი სკოლის შენობაში დაიწყო. სამსართულიანი, დიდი მოცულობის სკოლის სრული კაპიტალური რემონტის პერიოდში, თითქმის 2 წელიწადი, სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე ორ კერძო ნაქირავებ სახლში, ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა და ბავშვებს არახელსაყრელ პირობებში უწევდათ სწავლა, თუმცა, როგორც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლიანა პილტოიანი ამბობს, რთული წლები წარსულს ჩაბარდა და დღევანდელი გადმოსახედიდან, ღირდა იმ სიძნელეების გადატანა, რაც ახალ სკოლაში გადასვლამდე გამოიარეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი