განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

სრულად...

GUARDIAN.GE - საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, სკოლის ეზოს მთავარ შესასვლელში კი რკინის კარი დაამონტაჟეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - აზერბაიჯანში უმაღლესის დამთავრებისა და იქ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩემს მშობლიურ რაიონს და სოფელს დავუბრუნდი, რადგან დედ-მამა აქ ცხოვრობდა, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობნდნენ და მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარამაზ ჯალილოვმა განუცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ახალქალაქის სოფელ აზმანაში აჭარის მაღალმთიანეთიდან მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩამოსახლებულები ვცხოვრობთ. ამდენი ხნის განმავლობაში შევეგუეთ აქ ცხოვრებას, უკვე თაობები დაიბადა აქ და გაიზარდა. პრობლემების მიუხედავად, არ ვართ ცხოვრებისგან უკმაყოფილონი, მაგრამ თუკი სკოლის არსებობას საფრთხე შეექმნება, სოფელში დარჩენა ალბათ გაგვიჭირდება, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდო შაინიძემ განუცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და ინტეგრაცია ახალქალაქის სკოლების ეთნიკურად სომეხ და ქართველ მოსწავლეებს შორის და ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ - იქნება ეს ჩვენი ბავშვების ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე წაყვანა თუ სხვა ისეთი ღონისძიება, რომელიც მოზარდებს ერთმანეთს უკეთ გააცნობს და დაახლოებს, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა განუცხადა.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: კერძოდ, პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა; პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა; პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა; პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი; მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  2015 წელს, ქალაქ რუსთავიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პოზიციაზე მისულ ნინო ნადაშვილს ერთი წელი სოფლად ცხოვრება მოუწია. ამ დროს გაიცნო ყველაზე კარგად აზერბაიჯანელები და აქ ცხოვრებამ მასში ბავშვობისა და შემდგომი წლების სტერეოტიპები მთლიანად დაამსხვრია. შეისწავლა აზერბაიჯანული ენა, გაეცნო მათ კულტურას, ცხოვრების წესს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რელიგიური თუ ეროვნული განსხვავებულობის მიუხედავად, ადამიანები ერთნაირები არიან თავიანთი ავ-კარგით, მისწრაფებებით, სურვილებით, სიხარულითა თუ ტკივილით.

სრულად...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება. ახალი შენობა, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილოების მოწყობა, რაც აუცილებელია, რათა ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი