უფრო მეტი

ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.

სრულად...

სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან დაღუპული მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ალაბამას ლიის ოლქს ტორნადო დაატყდა თავს. უცნობია, რამდენმა მიიღო დაზიანება. ხელისუფლებამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა.

სრულად...

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში დაბა ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს. ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და არაწევრი 8 ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევებში წვრთნიან.

სრულად...

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას უფლება მიეცა საპატიმრო ადგილი დატოვოს და თავისი შვილიშვილის დასაფლავებას დაესწროს. 7 წლის ბიჭი პარასკევს მენინგიტით გარდაიცვალა და პატიმრობაში მყოფ ლულას, რომელსაც გასულ წელს კორუფციის ბრალდებით 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შაბათს სან პაულუში დასაფლავებაზე დასწრების ნება დართეს.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგმა - მას შემდეგ, რაც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი შეთანხმების და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე დასრულდა - განაცხადა, რომ ფხენიანის პოზიცია არ შეიცვლება მაშინაც კი, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება შემდგომი მოლაპარაკებების წარმოებას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში ნაკრები ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. 

სრულად...

პაკისტანი დატყვევებულ ინდოელ მფრინავს პარასკევს გაათავისუფლებს და ეს იქნება „სამშვიდობო ჟესტი“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სამიტი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წარუმატებელი აღმოჩნდა და მხარეებმა ფხენიანის ბირთვულ განიარაღებაზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სრულად...

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, სასტუმრო „მეტროპოლში“ შეერთებული შატატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

პაკისტანმა განაცხადა, რომ ორი ინდური საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი მფრინავია შეპყრობილი. ისლამაბადმა ასევე უარყო თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავიის ჩამოგდების თაობაზე გავრცელებული ცნობები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი