უფრო მეტი

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

სრულად...

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რკინიგზის სადგურთან ჩქაროსნული მატარებლის ავარიის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატორი“ დეპუტატების უმრავლესობამ ტერეზა მეის ნდობის კენჭისყრით გადაწყვიტა, მისი პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩენა. კენჭისყრის შედეგი ამ წუთებში გახდა ცნობილი.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის მისი ნდობის კენჭისყრის შედეგი უკვე უთხრეს, იტყობინება BBC "Jewish Chronicle"-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით. 

სრულად...

„კონსერვატორი“ დეპუტატები კენჭს უყრიან დარჩება თუ არა ტერეზა მეი თავიანთ ლიდერად. კენჭისყრის შედეგი გრინვიჩის დროით 20:00 საათის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს 36-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ტრამპის შიდა გარემოცვის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასამართლდა.  

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.

სრულად...

„დაუნინგ სთრითზე“ #10-ის გარეთ ტერეზა მეიმ საგანგებო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თემთა პალატა ოთხშაბათს მოგვიანებით, მისდამი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს, და თქვა, რომ მზად არის დაასრულოს საქმიანობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე.

სრულად...

კონსერვატორი დეპუტატები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრისთვის ემზადება. ინფორმაციას BBC  ამ წუთებში ავრცელებს, რომლის ცნობითაც კენჭისყრა ოთხშაბათს, მოგვიანებით შედგება. მანამდე კი, ტერეზა მეი განცხადებას აკეთებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი