აზერბაიჯანში ერთი კვირის განმავლობაში 17 წლის ორმა გოგონამ მოიკლა თავი. წინასწარი ვერსიით, ისინი ასე იმის გამო მოიქცნენ, რომ მშობლებს მათი იძულებით გათხოვება სურდათ. ამან საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია და ადამიანები ისევ ადრეულ, იძულებით ქორწინებებზე აალაპარაკა. 

სრულად...

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა პირად მცველად 6 წლის ბიჭი აიყვანა. ბიჭის მშობლებმა ინტერნეტში განათავსეს ვიდეო, სადაც ბიჭი ამბობდა, რომ კადიროვის დაცვაში მუშაობა სურს. 

სრულად...

ბაქოში სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს ჟურნალისტ სევინჯ ვაგიფგიზის საქმეზე, რომელსაც ბრალი ღირსების შელახვაში ედება. ამის მიზეზი 2018 წელს აზერბაიჯანში მიმდინარე არჩევნების შესახებ მის მიერ გადაღებული ვიდეოსიუჟეტი გახდა.

სრულად...

რუსეთი მისი ეგიდით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ჩასულ შრომით მიგრანტებს პენსიებს გადაუხდის. კავშირის წევრებმა: რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა – უახლოეს დროში საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადეს.

 

სრულად...

გიორგი სააკაძის ბაზალეთის ომში დამარცხების, ოსმალეთში გადახვეწისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, ცნობილზე ცნობილი ამბავია. დიდი მოურავის, როგორც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნების ცხოვრება მრავალი ისტორიკოსისთვის გადაქცეულა კვლევის საგნად, ბევრი მწერლისთვის კი, შთაგონებად.

სრულად...

ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაში დიდი ზომის ლოქო დაიჭირა, რომელიც დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის და 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მისმა შვილმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირეს.

სრულად...

სომხეთის პარლამენტში ტრანსგენდერი ქალის მოულოდნელი გამოსვლა სკანდალისა და დავის მიზეზად იქცა. საკითხი  პარლამენტში, სოციალურ ქსელებსა და ყველა მედიაში განიხილებოდა.

სრულად...

მოზარდი გოგონა სკოლის მესამე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. დედის თქმით, მან სხვა მოსწავლეების მხრიდან მუდმივ ჩაგვრას ვერ გაუძლო.

სრულად...

დიდ ბრიტანეთში რეალითი შოუს „სიყვარულის კუნძულის“ ვარსკვლავი მაიკ თალასიტისი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სრულად...

ვებგვერდ Bastainfo.com -ის რედაქტორს მუსტაფა გაჯიბეილის პირობითად 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – იუწყება სააგენტო Turan. ის სამი მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნეს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, გაყალბება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი