სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ აქტიურად მიმდინარეობს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სიმულაციურ მედიაცენტრში მთელი დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და „დელტას“ მიერ წარმოებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით საველე გასვლები ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით „MAN“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროების გეგმიურ სწავლებას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც სამხედროებს პირადად გაესაუბრა.
„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და სამხედრო მოსამსახურეებს 2024 წელსაც მოემატებათ ხელფასი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ტელეკომპანია „პოსტვ“-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“-ის გადაცემა „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა.
„მე ვთხოვ და ვურჩევ ყველას, რომ თუნდაც იყვნენ რადიკალური ოპოზიცია, ნუ აზიანებენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “პოსტვ”-ის ეთერში განაცხადა და მოუწოდა ცალკეული ტელეკომპანიებისა და ოპოზიციური პარტიის წევრებს, არ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. თავდაცვის მინისტრი მასზე და ქართულ ჯარზე გაკეთებულ ყალბ სიუჟეტებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ ამით სამხედროებს შორის შუღლი გააღვივონ.
ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.